Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ის დეპარტამენტის დასკვნაში


საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ის დეპარტამენტის დასკვნაში
please wait

No media source currently available

0:00 0:17:13 0:00

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. ამ თემაზე საუბრობს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გიორგი გვახარიას სტუმარი გვახსენებს, რომ ეს შეფასებები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნებს ეყრდნობა და არა „ჭორებს“, როგორც ამას ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. მიხეილ ბენიძე ხსნის, თუ რას ნიშნავს ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება და რომელი საკანონმდებლო ცვლილებები იგულისხმება ტექსტში, როცა არჩევის პროცესში გამჭვირვალობის ნაკლებობაზეა საუბარი. მიხეილ ბენიძე საუბრობს აგრეთვე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე შეტევაზე, რაც ასევე არცევნების პერიოდს უკავშირდება.

XS
SM
MD
LG