Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში 29 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა


ოკუპირებულ გალის რაიონში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქემ, 1990 წელს დაბადებულმა, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიამ.

ამ ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის საშუალებით მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG