Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა


პანკისის სათემო რადიო „WAY“-ს ცნობით, სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი, 25 წლის ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა. ბორჩაშვილის ოჯახის წევრები სამძიმარს იღებენ.

როგორ რადიო „WAY“ იტყობინება, 21 წლის ამირან ბორჩაშვილი სირიაში 2015 წლის აგვისტოში წავიდა, თანასოფლელ ასლანბეგ ბორჩაშვილთან ერთად.

ამირან და ასლანბეგ ბორჩაშვილები „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ. ასლანბეგ ბორჩაშვილი სირიაში 2016 წლის ივნისში დაიღუპა.

პანკისის სათემო რადიოს ცნობით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 34 პანკისელი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG