Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მაუწყებელი: ფხენიანი შეიძლება რაკეტისა თუ კოსმოსური რაკეტის გაშვებას ამზადებს


აშშ-ის სახელმწიფო მაუწყებლის 9 მარტის ინფორმაცია ემყარება თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოგრაფიებს, რომელზეც გამოსახულია ჩრდილოეთ კორეის სამუნდონგის ობიექტი, რომელსაც ფხენიანი საკონტინენტშორისო რაკეტების და კოსმოსური რაკეტების წარმოებისთვის მოიხმარდა.

ფოტოები გადაიღო „DigitalGlobe“-მა რამდენიმე დღით ადრე, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვიეტნამში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდებოდა.

22 თებერვალს გადაღებულ სურათებზე სავარაუდოდ, გამოსახულია როგორ მუშაობენ ობიექტზე ავტომობილები, ამწეები, სატვირთო მანქანები.

აშშ-ის სახელმწიფო მაუწყებელს მოჰყავს ჯეფრი ლუისის, კალიფორნიის, მიდლბერის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის მკვლევრის, ნათქვამი, რომ „ჩანს, ჩრდილო კორეელები რაკეტის შექმნის პროცესში არიან“.

ოდნავ უფრო ადრე საინტერნეტო გამოცემა „38 North“ და CSIS“ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი ვაშინგტონში, დაასკვნიდნენ, რომ ფხენიანმა შეიძლება განაახლა მუშაობა შორი მოქმედების რაკეტებს გამშვებ ობიექტ სოჰაიზე.

27-28 თებერვლის სამიტი ტრამპსა და კიმს შორის დასრულდა უშედეგოდ, ერთობლივი განცხადებისა და შეთანხმების გარეშე.

ტრამპმა 8 მარტს განაცხადა, რომ მისთვის უარყოფითი სიურპრიზი იქნება, თუ ჩრდილოეთი კორეა გააგრძელებს რაკეტების გამოცდას.

XS
SM
MD
LG