„ალბათ აზრი არ აქვს დაველოდო კომისიას ან არ დაველოდო, წერილი იყო მოწერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, ბატონი გახარიასგან. მე არ მინდა აღმოჩნდე იმ სიტუაციაში რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე , ეს არის მუქარის წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“ - განაცადა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად, თუ ვისგან მიიღო მან მუქარის წერილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო წერილი „ერთ-ერთი ძალიან მაღალჩინოსნისგან.“ "პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ჩვენ რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ეს წერილი მას აქვს.
ყველაზე პოპულარული
1