Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს: „ყირიმი უნდა დაუბრუნდეს უკრაინას“


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო

აშშ-მა დაადასტურა, რომ ძალაში დატოვებს რუსეთის მიმართ სანქციებს, სანამ რუსეთი ყირიმს არ დაუბრუნებს ისევ უკრაინას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, 2014 წელს ნახევარკუნძულის ოკუპაციით მოხდა „რუსეთის აგრესიის ესკალაცია“.

პომპეოს სიტყვები, რომ „ყირიმი არის უკრაინა და უნდა დაბრუნდეს უკრაინის კონტროლქვეშ“, მოყვანილია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

2014 წლის 27 თებერვალს ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა დაიპყრეს ყირიმის რეგიონული პარლამენტი სიმფეროპოლში და მთავრობის შენობა, მათზე აღმართეს რუსეთის დროშები.

16 მაისს გაიმართა ნახევარკუნძულის მომავლის შესახებ რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა უმრავლესობა მიემხრო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

„მსოფლიოს არ დავიწყებია ცინიკური სიცრუე, რომელსაც რუსეთმა მიმართა თავისი აგრესიის გასამართლებლად და უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობის შესანიღბად“, აღნიშნავს პომპეო და გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის რეპრესიების გაძლიერებას.

„აშშ რუსეთს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა უკრაინელი, მათ შორის ყირიმელ თათართა თემის წევრები, რომლებიც დააპატიმრა მათ მშვიდობიან წინააღმდეგობაზე საპასუხოდ“, აცხადებს პომპეო.

XS
SM
MD
LG