Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნასტია რიბკა" ამბობს, რომ ეფესბემ ბელორუსიაში დაბრუნება აუკრძალა


ბელორუსი სექს-მუშაკი, რომელიც აცხადებდა, რომ ჰქონდა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მტკიცებულება, ამბობს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ის მკაცრად გააფრთხილა არ დაბრუნებულიყო თავის მშობლიურ ბელორუსიაში, მას შემდეგ, რაც ტაილანდში რამდენიმე თვე პატიმრობაში გაატარა.

22 თებერვალს, რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში "ნასტია რიბკას" სახელით ცნობილმა ანასტასია ვაშუნკევიჩმა თქვა, რომ შესაძლოა მომავალში რუსეთის ან ბელორუსიის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს.

ვაშუნკევიჩი და მისი მასწავლებელი, ალექსეი კირილოვი - იგივე ალექს ლესლი - იანვარში, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, ტაილანდიდან დაბრუნების შემდეგ. ტაილანდში ისინი სანაპირო ქალაქ პატაიაში დააპატიმრეს, მათ დაახლოებით ცხრა თვე დაჰყვეს ციხეში პროსტიტუციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე.

28 წლის ვაშუნკევიჩმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთში ის უკანონოდ დააკავეს, რადგან ოფიციალურად ტაილანდიდან მისი დეპორტაცია ბელორუსიაში განხორციელდა და არა რუსეთში. ის ამბობს, რომ უკანონოდ აიძულეს რუსეთში შესულიყო, მინსკისკენ რეისზე გადაჯდომის ნაცვლად.

XS
SM
MD
LG