Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ჟორჟოლიანი და მისი ფრაქციის რამდენიმე წევრი საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებენ


გია ჟორჟოლიანი
გია ჟორჟოლიანი

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, უმრავლესობის დატოვებას გეგმავენ ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ სხვა წევრებიც:

ისედაც ვფიქრობდით არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას, მაგრამ ეს პროცესი შესაძლოა, უფრო დაჩქარდეს და უფრო ადრე დავტოვოთ უმრავლესობა“, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

მისი განმარტებით, „სოციალ-დემოკრატების“ გადაწყვეტილება უკავშირდება სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და საგადასახადო პოლიტიკას, რაზე მომზადებული მათი ინიციატივები პარლამენტმა არ გაიზიარა. გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ისინი პარლამენტს კიდევ რამდენიმე ინიციატივით მიმართავენ, თუმცა უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ.

„სავარაუდოდ მივალთ იქამდე, რომ ჩვენს რესურსს ამოვწურავთ უმრავლესობაში და დამოუკიდებელ მოქმედებას დავიწყებთ“- აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა. მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილისთვის ფრაქციის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა:

ბიძინა ივანიშვილს დღეს არ გაუგია ეს ამბავი, უკვე დიდი ხანია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. მივწერეთ მთავრობასაც, ბიძინა ივანიშვილთანაც არაერთხელ მქონია ამაზე საუბარი. მე გავაცანი და მან გაიგო ჩვენი პოზიცია. არც მე ვარ ბავშვი და არც ბიძინა ივანიშვილი“, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობა 22 თებერვალს დატოვა ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენელმა ბექა ნაცვლიშვილმა. მისი გადაწყვეტილების მიზეზი იყო საპენსიო რეფორმის შესახებ მის მიერ მომზადებული კანონპროექტი,რომელსაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

XS
SM
MD
LG