არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობა“ სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს სახელწოდებით „არა ოკუპაციას - Ні Окупації“.
ორგანიზატორების თქმით, აქცია ეძღვნება საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ერთი წლის თავს და 2013-2014 წლის უკრაინის მაიდნის დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
აქციის ორგანიზატორები საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე ღონისძიების გამართვას გეგმავენ.
მოეწყობა გამოფენა და პრეზენტაცია „მცოცავი ოკუპაცია და საქართველო“.