ერთ დღეს შეიძლება ჩაიხედო შვილის ჩანთაში და იქ აღმოაჩინო დანა, კასტეტი, ელექტროშოკი... კრეატიულმა სააგენტომ Watergunz-მა ვიდეო გადაიღო და ამ გზით შეეცადა მიექცია ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღება იმ პრობლემის მიმართ, რომ დღეს ქალაქში რამდენიმე ათეული ობიექტია, სადაც არასრულწლოვნები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ყიდულობენ ბასრ საგნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვა აკრძალულია და 100-დან 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, კრეატიულმა სააგენტომ მცირე ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, რომელშიც 11-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ აღმოაჩინა, რომ ბასრი იარაღების შეძენა მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. გარდა სოციალური ტიპის ვიდეოს შექმნისა, სააგენტომ შეიმუშავა პეტიცია სახელწოდებით „ცივი იარაღი არ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი“.
პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ გამკაცრდეს კანონი არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვის შესახებ; სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებთან ან მათ სიახლოვეს მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში, ბაზრობებზე და სხვა ობიექტებში აიკრძალოს ცივი იარაღის რეალიზაცია; ცივი იარაღის რეალიზაცია მხოლოდ ლიცენზირებულ, სპეციალიზებულ მაღაზიებში გახდეს დასაშვები; ცივი იარაღის შესაძენად პირს სავალდებულოდ მოეთხოვოს ჯანმრთელობისა და ნასამართლეობის ცნობის წარდგენა.
შსს-ის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, თბილისის სკოლებიდან 540 ბასრი საგანია ამოღებული. უწყების ინფორმაციითვე, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მათ არ აღურიცხავთ არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვის არცერთი შემთხვევა.