საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დღეს ქუთაისში ტექსტილის საწარმო „MGM TEX“ დაათვალიერა, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.
საწარმომ ხელშეკრულება რუმინულ კომპანია H&M-თან გააფორმა. კონტრაქტის ფარგლებში, საწარმო კომპანიის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღაზიებში მალე გამოჩნდება პროდუქცია იარლიყით “MADE IN GEORGIA” (დამზადებულია საქართველოში).
ამ დროისთვის საწარმოში 300 თანამშრომელია დასაქმებული. მათი საშუალო ხელფასი 500 ლარია. საწარმო მოლაპარაკებებს MANGO-სა და სხვა ცნობილ ბრენდებთან აწარმოებს.