თბილისში ხანძარი გაჩნდა რკინიგზის სადგურის მოედნის სიახლოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი მეორადი ტანსაცმლის საწყობს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზაცია. ადგილზე ცხრა სახანძრო მანქანა მუშაობს.