Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე: პროკურორისგან პასუხები ვერ მივიღეთ


მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან ორსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მან ვერ მიიღო პასუხი დაგროვილ შეკითხვებზე ხორავას ქუჩზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით.

ზაზა სარალიძის თქმით, ამ საქმეზე მთავარი პროკურორი სათანადოდ ინფორმირებული არ არის.

ხორავას ქუჩაზე ერთი წლის წინ მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა საგამოძიებო უწყებაში დღეს ადვოკატთან და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელთან ერთად მივიდა.

„ძალიან ბევრი კითხვა დავსვით, მაგრამ ფაქტია, პასუხი ვერ მივიღე. ისევ და ისევ ვადასტურებ, რომ მთავარ პროკურორამდე არასწორი ინფორმაცია მიაქვთ. შეკითხვები საქმის პროკურორებსაც დავუსვი. სამწუხაროდ, ვერც ამ შეკითხვებზე მივიღე პასუხები. წინა შეხვედრის შემდეგ არაფერი შეცვლილა. ფაქტია ისიც, რომ საქმის პროკურორები მაქსიმალურად ცდილობენ, მიხეილ კალანდიას გამოყვანას ამ საქმიდან“, - უთრა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს.

სარალიძეების ოჯახის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით კი, შალვა თადუმაძემ მათ შესთავაზა საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მათთვის სასურველ ფორმატში გაცნობა.

ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მათ ეს შეთავაზება მიიღეს.

XS
SM
MD
LG