Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალისტები პირველ არხზე ეთერს ითხოვენ


“ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია
“ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შენობასთან “ქართული დასის” და სხვა ნაციონალისტური ჯგუფების წევრები აქციას მართავენ.

ისინი აპროტესტებენ გაეროს მიგრანტთა პაქტს, რომელსაც საქართველო მიუერთდა და აცხადებენ, რომ “ეს დაასრულებს საქართველოს ისტორიას”.

“ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პირველი არხის ხელმძღვანელობას ასევე მოუწოდებს გაითვალისწინონ საზოგადოების კონსერვატიული აზრიც და ეთერი მათაც დაუთმოს:

“ჩვენი მოთხოვნაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან ჩვენი, ტრადიციულად და კონსერვატიულად მოაზროვნე ხალხის აზრიც ისმოდეს. ჩვენ, მაგალითად, ვფიქრობთ, რომ ქალი უნდა გათხოვდეს და ოჯახი ჰყავდეს. როდესაც ამ საკითხზე მსჯელობენ ეთერში, ხომ შეიძლება ჩვენი აზრიც იყოს წარმოდგენილი? ეს არხი ხომ ჩვენი ჯიბიდანაც ფინანსდება?”

ჯონდი ბაღათურიას საზოგადოებრივ მაუწყებელთან პრეტენზია იმის თაობაზეც აქვს, რომ წლებია პატრიოტულ თემაზე მისი დაკვეთით ერთი ფილმიც კი არ გადაღებულა.

“შეიძლება, მე, მათი აზრით, ძველმოდური ვარ, მაგრამ მე მაქვს უფლება ჩემი აზრი გამოვხატო ამ არხის ეთერიდან. პირველი არხი კი დუმს და ხალხის არ ესმის. მას ესმის მხოლოდ მმართველი პარტიის ხმა”, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

აქციის მონაწილეებს არხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა სურთ.

XS
SM
MD
LG