Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან გოგიჩაიშვილი პირადი ცხოვრების კადრების მთავარი „დისტრიბუტორის“ დადგენას ითხოვს


ლევან გოგიჩაიშვილი
ლევან გოგიჩაიშვილი

ყველაზე მთავარია დადგინდეს, ვინ არის ამ კადრების მთავარი დისტრიბუტორი, ვინ დაგეგმა ეს კამპანია. ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია.“- განაცხადა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა. იგი კმაყოფილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ის პირებიც, ვინც საჯარო სივრცეში გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს საკმარისი არ არის: „ჯერჯერობით ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას. ძალიან დასაფასებელია, როდესაც ასეთ რეაქციებსაც აკეთებენ და იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებენ, ვინც უპასუხისმგებლოდ იქცევა და არღვევს სისხლის სამართლის კოდექსს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე ჯერ პასუხი გაცემული არ არის -ვინ იყო ამ ყველაფრის უკან", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 16 პირია დაკავებული. შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ეს პირები სოციალური ქსელით და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

XS
SM
MD
LG