Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: ივანიშვილის ხელისუფლებამ თავისივე სიბინძურის რეკორდი მოხსნა


გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებას აღარ დარჩა არანაირი ინსტრუმენტი კანონის ან მორალის ფარგლებში საიმისოდ, რომ საზოგადოებასთან ან თავის მხარდამჭერებსა და წევრებთან იკონტაქტოს.

ვაშაძის სიტყვებით, დღეს ხელისუფლება დაკავებულია იმით, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის თავისივე წევრს ებრძვის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული ვიდეოჩანაწერით. შემდეგ ამ ვიდეო ჩანაწერს ვირუსულად უგზავნის ასეულობით ადამიანს სუს-ის მეშვეობით, შემდეგ კი გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს აკავებს იმისთვის, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს თავისი დანაშაული გადააბაროს.

„ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლებამ, სინამდვილეში კი მაფიოზურმა დაჯგუფებამ თავისივე სიბინძურის და სიმდაბლის რეკორდები მოხსნა. საქართველოში დღეს თავისუფლებად ცხოვრება კი არა, სუნთქვაა შეუძლებელი იმ სიბინძურის გამო, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებიდან მოედინება“, - აცხადებს ვაშაძე.

XS
SM
MD
LG