Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შესაცვლელად მილიონი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს


ოპოზიციური პარტიები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერის შეგროვებას იწყებენ. იმ 25 პარტიას შორის, რომელთაც იმედი აქვთ, რომ ხელისუფლებას მალე მილიონზე მეტ ხელმოწერას დაუდებენ, არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“ და სხვები.

„ჩვენი საარჩევნო გარემო უნდა გახდეს უფრო დემოკრატიული და გადავიდეთ 100%-იან პროპორციულ სისტემაზე… პროპორციული სისტემა დიდწილად გამორიცხავს საქართველოში ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის გამეორებას. ის იმის გარანტიას მოგვცემს, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს უფრო დაჩქარებული ტემპებით მივაღწიოთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

„მაჟორიტარული სისტემა არის უსამართლო, რომლის შენარჩუნება ხმების მოპარვის საშუალებას იძლევა“ - ამ სიტყების ავტორის, „ახალი მემარჯვენეების“ წევრის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, 30 იანვარს საინტერესო პროცესი იწყება. მისი სიტყვებით, 73-ვე მუნიციპალიტეტმა უნდა გაიგოს, რომ საქართველოში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება სიმახინჯეა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ კი თქვა, რომ ოპოზიცია შეაგროვებს მილიონზე მეტს ხმას, რის შემდეგაც ხელისუფლებას მოუწევს შეცვალოს სიტემა, რომელიც არის ყველა პოლიტიკური თუ ეკონომიკური უბედურების წყარო.

XS
SM
MD
LG