Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობის 62%: პარლამენტარები არაეთიკურად იქცევიან და ცოტას შრომობენ ქვეყნისთვის


მოსახლეობის 49%-ის აზრით პარლამენტარებს საქართველოში არ აქვთ საქმიანობისთვის შესაფერისი კვალიფიკაცია, 62% კი მიიჩნევს, რომ ისინი არაეთიკურად იქცევიან და ქვეყნისთვის ცოტას შრომობენ. მოსახლეობის 72%-ის თქმით, პარლამენტარები იმას გააკეთებენ, რასაც პარტია ეტყვის და 53% თვლის, რომ საკანონმდებლო ორგანოში ინტერესი დაუცველი დარჩება.

ასეთი შედეგი აჩვენა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის (NDI) 30 იანვარს გამოქვეყნებულმა კვლევამ „საზოგადოების განწყობა საქართველოში“.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% თვლის, რომ პარლამენტის წევრები არ ითვალისწინებენ მათნაირი ადამიანების შეხედულებებს, 57% კი ფიქრობს, რომ თუკი პარლამენტართან შეხვედრის დანიშვნა მოუნდება, ამას ადვილად ვერ შეძლებს.

მოსახლეობის 57% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრი ყოველთვის საკუთარი აზრით უნდა ხელმძღვანელობდეს, თუნდაც საკუთარი პარტიის წინააღმდეგ მიდიოდეს.

XS
SM
MD
LG