აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს გამოაქვეყნა კვლევის, „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ პოლიტიკური ნაწილი. NDI-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 32% თვლის, რომ საჯარო ინსტიტუტებში ქრთამს იღებენ და ითხოვენ.
ამავე კვლევის თანახმად, კონკრეტული სტრუქტურებიდან ქრთამის აღების მაღალი მაჩვენებელია სასამართლოში, სადაც მოსახლეობის 38% თვლის, რომ კორუფციის ეს ფორმაა გავრცელებული. პოლიციაში ქრთამის აღებასა და მოთხოვნაზე საუბრობს მოსახლეობის 39%, პარლამენტში 24%, პროკურატურაში კი 35%.
ამავე გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 30% თვლის, რომ ქვეყანაში კორუფცია ძალიან გავრცელებულია.