Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი ეჭვქვეშ აყენებს ცნობას, რომ რუსეთმა ვენესუელაში სამხედრო კონტრაქტორები მიავლინა


კრემლი ცდილობს ეჭვქვეს დააყენოს ცნობა, რომ რუსეთმა 400-მდე კერძო სამხედრო კონტრაქტორი მიავლინა ვენესუელაში, რათა სოციალისტ პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს დაეხმაროს უსაფრთხოების გაძლიერებაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების და ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მიერ თავის პრეზიდენტად გამოცხადების ფონზე. "რასია 1"-ის მიერ გადაცემულ ყოველკვირეულ ტელეგადაცემაში გამოსვლისას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანს, დმიტრი პესკოვს ჰკითხეს, "იცავს თუ არა ჩვენი 400 მებრძოლი მედუროს ვენესუელაში"? - პასუხად პესკოვმა თქვა "შიშს დიდი თვალები აქვსო", ანუ მიანიშნა, რომ ეს მონაცემი ან გაზვიადებულია და ან სიცრუე, თუმცა კითხვაზე პასუხი პირდაპირ არ გაუცია. შემდეგ მას ჰკითხეს, "ოფიციალურად" თუ დაადასტურებს კრემლი ამ ცნობასო, რაზეც განაცხადა, "ცხადია, არაო". პესკოვისთვის პირდაპირ არ უკითხავთ, გაიგზავნა თუ არა რუსეთის რომელიმე სამხედრო კონტრაქტორი ვენესუელაში და არც თავად მას გაუცია მსგავსი ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG