ჯოზეფ სმიტი: ბრიტანელი ქართველის გზა
ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოს მოქალაქე ბრიტანელ ჟურნალისტსა და აქტივისტს მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული, ოპონენტების თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ლანძღვა-გინებისგან თავისუფალი პოლიტიკა აინტერესებს. თუმცა არ ნანობს, რომ 2017 წელს, თბილისის საკრებულოში მოსახვედრად, მაჟორიტარ დეპუტატად იყარა კენჭი. 14%-ით მესამე ადგილის დაკავება ურიგო არ იყო. ჯოზეფი თვლის, რომ სახელმწიფოს წინსვლა მისი მოქალაქეების აქტიურობაზეა დამოკიდებული. მას უნდა, რომ საქართველო ევროკავშირში იხილოს, ხოლო ბრიტანეთი არ გამოვიდეს ამ გაერთიანებიდან.
ეპიზოდები
-
ივლისი 29, 2019
ვინ აფინანსებს ანტისაოკუპაციო აქციას?
-
ივლისი 29, 2019
"თავისუფლების #კითხვები": რა ხდება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით?
-
ივლისი 28, 2019
დასავლეთის საიმედო პარტნიორი არასახარბიელო რეიტინგებით