ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოს მოქალაქე ბრიტანელ ჟურნალისტსა და აქტივისტს მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული, ოპონენტების თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ლანძღვა-გინებისგან თავისუფალი პოლიტიკა აინტერესებს.