Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაკავეს სამი პირი - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის მკვლელობის ბრალდებით


როსტოვი სასამართლო
როსტოვი სასამართლო

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ბრალი წაუყენა როსტოვის ოლქის მცხოვრებ სამ პირს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალზე თავდასხმაში. საგამოძიებო უწყების ოფიციალურ საიტზე არ არის მითითებული არც თავდამსხმელების და არც დაზარალებულის ვინაობა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად 12 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თავად ყაჩაღური თავდასხმა კი 10 იანვარს მომხდარა. 97 წლის მოხუც ქალს, სამმა მძარცველმა, თავზე ზეწარი გადააფარა, ურტყეს, მიაყენეს დაზიანებები თავის არეში, მოიპარეს მისი კუთვნილი ფული და მიიმალნენ.

ამჟამად გამოძიება ამზადებს შუამდგომლობას სასამართლოში, ეჭვმიტანილებისათვის თავისუფლების აღკვეთის ზომის შეფარდების თაობაზე.

XS
SM
MD
LG