Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცხეთის მერი: ჯვრის მონასტრის დაკეტვა სამარცხვინო ფაქტია


მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ ჯვრის მონასტერი უახლოეს პერიოდში გაიხსნება: „მონასტერი დაკეტილია თვითნებურად. მონასტრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო მისი დაკეტვის გადაწყვეტილება. წინამძღვარი ამბობდა, რომ თუკი გარემოვაჭრეები ტერიტორიაზე გააგრძელებდნენ ვაჭრობას, მონასტერს დაკეტავდა. ის, რომ გარევაჭრობის გამო იკეტებოდეს ჯვრის მონასტერი, რომელიც მეექვსე საუკუნის შემდეგ არ დაკეტილა, ეს სამარცხვინო ფაქტი იქნება მთლიანად საქართველოსთვის. ამოვედი მამაოებთან შესახვედრად, მაგრამ არავინ არის აქ. ვერავინ დამაჯერებს, რომ მონასტერი დაკეტილია უწმინდესის, ილია მეორის კურთხევით. იმედი მაქვს, მის ყურამდე მალე მივა ეს ინფორმაცია და უახლოეს პერიოდში გაიხსნება მონასტერი.“

მეორე დღეა ჯვრის მონასტერი დაკეტილია ტურისტებისა და მომლოცველებისთვის. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მონასტრის ჩაკეტვის მიზეზი გახდა ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება. მისი სიტყვებით, ტერიტორიაზე მოუწესრიგებელი ვითარებაა, რაც ამახინჯებს გარემოს და ქმნის მონასტრისთვის შეუსაბამო მდგომარეობას.

მიუხედავად იმისა, რომ მონასტერი დაკეტილია, მონასტრის ტერიტორიაზე კვლავაც მიდიან ტურისტები და ისინი ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე მოხვედრას შემოვლითი გზით, ღობეზე გადასვლით ცდილობენ.

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან გარემოვაჭრეებიც და როგორც ისინი რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, არ აპირებენ ტერიტორიის დატოვებას იმ შემთხვევაშიც კი თუ მონასტერი არ გაიხსნება.

ვინ დაკეტა მონასტერი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:38 0:00

XS
SM
MD
LG