Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ მოითხოვს სანქციებს ავღანეთის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ


ასადულა ხალედი
ასადულა ხალედი

საერთაშორისო უფლებათდამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ მოუწოდებს ავღანეთის მთავარ დონორებს, რომ სანქციები დაუწესონ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს ადამიანის უფლებების დარღვევისა და სხვა დანაშუალებების გამო. „სანდო სამხილები ცხაყოფს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა და სხვა დანაშაულებები თან ახლავს ასადულა ხალედს ხელისუფლებაში მისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში,“ - ნათქვამია ნიუ-იორკში მდებარე ორგანიზაციის 12 იანვრის განცხადებაში.

პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ დეკემბერში დანიშნა თავდაცვის მინისტრად ასადულა ხალედი, რომელიც, სადამკვირვებლო ჯგუფების მტკიცებით, ღაზნისა და ყანდაარის გუბერნატორად მუშაობის დროს 2005-2008 წლებში, ჩართული იყო მკვლელობებში, წამებასა და ქალების მიმართ სექსუალურ ძალდობაში. ხალედი ამ ბრალდებებს უარყოფს.

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ მოუწოდებს ავღანეთის დონორებს - აშშ-ს, კანადასა და ევროკავშირს, რათა ავღანეთის თავდაცვის მინისტრს დაუწესონ სანქიცები, რაც, კერძოდ, ვიზებზე უარის თქმასა და აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG