Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მერმა სამარშრუტო ტაქსიში ძველი ტარიფი გააკრა


რუსთავში მგზავრობის საფასურის 50 თეთრით გაზრდის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების თხოვნით, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიმავალ სამარშრუტო ტაქსიში მგზავრობის გაზრდილი ღირებულების - 2 ლარის აღმნიშვნელი ფურცელი თავად ჩამოხსნა და ძველი ტარიფი - 1,50 ლარი გააკრა.

ამის შემდეგ მძღოლებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მერის ეს ქმედება მათთვის არაფერს ნიშნავს და მგზავრობის ღირებულებას კვლავაც გაზრდილი, 2 ლარის ოდენობის, ტარიფით დატოვებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლები გაფიცვას აპირებენ.

დღეს დილით, დაახლოებით 40-მა ადამიანმა რუსთავის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა თბილისის მიმართულებით მგზავრობის გაძვირების გამო.

აქციის მონაწილეებმა პასუხისმგებლობა რუსთავის მერიას დააკისრეს, რომელსაც კომპანია „ინტერტრანსთან“ ხელშეკრულება 15 წლით აქვს გაფორმებული.

აქციის მონაწილეებს მოგვიანებით შეხვდა რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა.

XS
SM
MD
LG