6 იანვარს რუსთავში კიდევ ერთხელ გააპროტესტეს თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულების 50 თეთრით გაზრდა.აქციაზე დაახლოებით 40 ადამიანი შეიკრიბა ტრანსპარანტებით: „არა გაზრდილ ტარიფს", „ძალა ჩვენშია".
29 დეკემბერს, დილიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თერთმეტი სამარშრუტო ხაზიდან შვიდზე მძღოლებმა მგზავრობის ღირებულება 1,5 ლარიდან 2 ლარამდე გაზარდეს. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მძღოლების გადაწყვეტილებას სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევს. მან თქვა, რომ „ტარიფის ზრდა არის თვითნებური და არ ექვემდებარება მგზავრთა მხრიდან გადახდას.“
თავის მხრივ, გადამზიდავმა კომპანიამ, რომელიც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით 11 სამარშრუტო ხაზს ფლობს, გაავრცელა განცხადება, რომ მათ აქვთ მგზავრობის გაზრდის სრული უფლება. ამიტომ არც კომპანიას, არც მძღოლებს მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და კანონი არ დაურღვევიათ.
დღესვე აქციის მონაწილეებს, რუსთავის მერი შეხვდა.მან განაცხადა, რომ თვითმმართველობა პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის რამდენიმე მარშრუტზე ახალი კონკურსის გამოცხადებაზე.