Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი გაამართლა ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეში


გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან. 2018 წლის 25 იანვარი
გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან. 2018 წლის 25 იანვარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი უდანაშაულოდ ცნო თურქეთიდან საქართველოშ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებაში. ამასთან, მოსამართლე გიორგი არევაძემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ამავე ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ქორიძეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

2017 წელს დაკავებული გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის. მას 2018 წლის იანვარში სასამართლომ მიუსაჯა 8 წლით პატიმრობა. გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს. 2018 წლის აპრილში, შსს-მ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დაუმძიმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

XS
SM
MD
LG