Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მიქაუტაძე: სასამართლო სისტემა არ ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არ იქნება ჩათრეული მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან ეს განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას პასუხად. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომამდე, ბესელიამ 27 დეკემბერს განაცხადა, რომ პარლამენტიდან გაწვეული უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10-კაციანი სია.

„ჩემი გადადგომის გადაწყვეტილებით შევაჩერეთ პროცესი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს“, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მოსამართლეების სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, ბესელიას თქმით, არიან ის ადამიანები, რომლებიც მისი შვილის, ძმის და მისი თანაგუნდელების „პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები“.

იუსტიციის საბჭოში მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებები შესაძლოა მიმართული იყოს სასამართლო სისტემისა და წარდგენილი კანდიდატების დისკრედიტაციისკენ.

„ეს არის სამართლებრივი პროცესი. სხვა განცხადება, რომელიც კეთდება, არის პოლიტიკური სარჩულის მქონე და ჩვენ ამ განცხადებებს ვემიჯნებით და სასამართლო სისტემა არ იქნება ჩათრეული და ჩაყოლიებული იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს", -განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

XS
SM
MD
LG