Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი აცხადებს, რომ გამოცადეს ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა "ავანგარდი"


რუსეთი აცხადებს, რომ წარმატებით გამოსცადა ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა "ავანგარდი". გამოცდას 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს საკონტროლო ოთახიდან თვალს ადევნებდა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც შემდეგ განაცხადა, რომ ეს იყო "საუკეთესო საჩუქარი ქვეყნისთვის საახალწლოდ". რაკეტა გაუშვეს ურალის მთებიდან და ის წარმატებით მოხვდა სამიზნეს შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკაზე, 6000-მდე კილომეტრის მოშორებით. პუტინის თქმით, რაკეტა მომავალ წელს შევა გამოყენებაში, სტრატეგიული სარაკეტო ძალების ფარგლებში. "ავანგარდი" ერთ-ერთია იმ რამდენიმე მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სისტემიდან, რომელზეც პუტინმა მარტში, ყოველწლიურ გამოსვლაში ისაუბრა. მაშინ მან თქვა, რომ რუსეთმა ეს იარაღი განავითარა ვაშინგტონის მცდელობის გამო, გაეზარდა ანტისარაკეტო შესაძლებლობები.

XS
SM
MD
LG