Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთმა უარი თქვა თურქი ჟურნალისტის სამშობლოში ექსტრადიციაზე


კამილ დემირკაია
კამილ დემირკაია

რუმინეთის სასამართლომ თურქეთს უარი უთხრა ჟურნალისტ, კამილ დემირკაიას ექსტრადიციაზე, რომელსაც ანკარა ადანაშაულებს აშშ-ში მყოფ სასულიერო პირ, ფეტულა გიულენთან კავშირში. სასამართლოს გადაწყვეტილებაში, თურქეთის პროკურატურის მოთხოვნა ჟურნალისტის ექსტრადიციაზე, შეფასებულია, როგორც არა სამართლებრივი, არამედ „იდეოლგიური ან პოლიტიკურ მიზეზებით“ ნაკარნახევი. 58 წლის ჟურნალისტი კამილ დემირკაია ორი წლის განმავლობაში მუშაობდა რუმინეთში, როგორც გაზეთ „ზემანის“ რუმინული გამოშვების ჟურნალისტი. აღნიშნული გაზეთის გამოცემა თურქეთში 2016 წლის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ აიკრძალა. დემირკაია უარყოფს ბრალდებას სამხედრო გადატრიალებასთან კავშირში და აცხადებს, რომ სურს თავშესაფრის მიღება რუმინეთში, რადგან თურქეთში „მართლმსაჯულება აღარ არსებობს.“

XS
SM
MD
LG