Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებულმა ოპოზიციამ თელავის მერიას აქციის გამართვის ნებართვისთვის მიმართა


გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, თელავში საპროტესტო აქციის ჩატარებას რუსთაველის ქუჩაზე გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის თქმით, თელავის მერიის კანცელარიაში უკვე შევიდა დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ 16 დეკემბრის აქცია უნდა გაიმართოს ერეკლე მეორის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადარს შორის არსებულ პერიმეტრზე.

მისი თქმით, პროტესტი იქნება მშვიდობიანი: „16 დეკემბერს, თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ჩავატარებთ მშვიდობიან მანიფესტაციას, სადაც მოსახლეობა გამოხატავს თავის ნებას. აქ შეკრებით არანაირად არ შევუშლით ხელს დაგეგმილ ღონისძიებას. ეს ადგილი ყველასია. როგორც ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბიშვილს აქვს აქ დგომის უფლება, ისევე აქვს ხალხსაც“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG