ერაყი აღნიშნავს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების გამოცხადების პირველ წლისთავს.
სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს პრემიერ-მინისტრ ადელ აბდელ მაჰდის 10 დეკემბრის განცხადებას, რომ ერაყმა მოიპოვა „უდიდესი გამარჯვება ბოროტებისა და ტერორიზმის ძალებზე“, როცა თავისი ტერიტორიიდან განდევნა „ისლამური სახელმწიფო“. იქვე პრემიერი პირობას დებს, რომ კორუფცია აღმოიფხვრება და შეიქმნება პირობები ასიათასობით ადგილნაცვალი პირის შინ დასაბრუნებლად.
10 დეკემბერი ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადდა.
ისლამისტმა ექსტრემისტებმა 2014 წელს დაიპყრეს ერაყისა და სირიის ტერიტორიის დიდი ნაწილი, სადაც მათ „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნა გამოაცხადეს. მომდევნო სამ წელიწადში ათასობით ადამიანი შეიწირა სისასტიკით გამორჩეულ ექსტრემისტებთან ერაყის მთავრობის ჯარების, ირანის მხარდაჭერით მოქმედი შეიარაღებული გაერთიანებებისა და აშშ-ის ხელმძღვანელობით მებრძოლი კოალიციის დაპირისპირებამ.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ დაკარგა ერაყში დაკავებული ტერიტორია, მაგრამ მაინც ახორციელებს ხოლმე თავდასხმებს.