Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინასა და რუსეთს შორის მეგობრობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინასა და რუსეთს შორის მეგობრობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ კომენტარში პოროშენკომ კანონს უწოდა „კოლონიურ წარსულთან კავშირის სრულად გაწყვეტისა და ევროპისკენ რეორიენტაციის სტრატეგიის ნაწილი.“ ხელშეკრულებას 31 მარტს ეწურება ვადა. 6 დეკემბერს უკრაინის პარლამენტმა კენჭისყრით დაადგინა, აღარ გააგრძელოს დოკუმენტი ამ ვადის ამოწურვის შემდეგ. ხელშეკრულებას 1997 წელს მოეწერა ხელი.

XS
SM
MD
LG