Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი აპირებს დანიშნოს გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს გამოაცხადოს შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ახალი თავმჯდომარის ვინაობა, 8 დეკემბერს არმიისა და საზღვაო ძალების ყოველწლიური საფეხბურთო მატჩის დროს. ამერიკული მედიის თანახმად, ტრამპი ამ პოსტზე სავარაუდოდ დაასახელებს გენერალ მარკ მილის, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში არმიის სარდლის პოსტს იკავებს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, გენერალი მილი შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის პოსტზე შეცვლის გენერალ ჯოზეფ დანფორდს, რომელსაც ვადა ეწურება 2019 წლის ოქტომბერში. გენერალი მილი 60 წლისაა, დამთავრებული აქვს პრინსტონის უნივერსიტეტი, მსახურობდა ერაყსა და ავღანეთში. აშშ-ის არმიის შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტი აერთიანებს სახმელეთო საჰაერო და საზღვაო ძალების, ფლოტისა და ეროვნული გვარდიის სარდლობებს.

XS
SM
MD
LG