Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევმა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც შეიცავს რუსეთის მფრინავების საუბარს უკრაინის გემებზე იერიშისას


უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, შეიცავს საუბარს რუსეთის სამხედრო მფრინავებს შორის, რომლებმაც 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში ესროლეს უკრაინის სამხედრო გემებს. როგორც უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა განაცხადა, ჩანაწერი ამტკიცებს, რომ რუსეთის თვითმფრინავებმა და ვერტმფრენებმა გამიზნულად ესროლეს უკრაინის გემებს, სულ მცირე, ოთხი რაკეტა. ჩანაწერში სავარაუდოდ რუსეთის სუ-30 თვითმფრინავისა და კა-52 ვერტმფრენების პილოტები დისპეტჩერებთან საუბრობენ, რომ რაკეტები ესროლეს გემებს. ორი რაკეტა თვითმფრინავიდან გაუშვეს, ორი - ვერტმფრენიდან. იერიშის შედეგად დაიჭრა უკრაინის, სულ მცირე, სამი სამხედრო მოსამსახურე. ამის შემდეგ ცოტა ხანში გემები ხელში ჩაიგდო რუსეთის სასაზღვრო დაცვამ.

XS
SM
MD
LG