Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს აცხადებს, რომ სათანადოდ რეაგირებს არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ინციდენტზე


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, განაცხადა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პოლიციის არასათანადო რეაგირების შესახებ. დღეს ჩატარებულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ხელს უწყობს დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებას და ახალისებს ძალადობას. ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, დღეისთვის სამართალდამცავმა ორგანოებმა არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის ფაქტებზე 21 პირი მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში - მათ შორის როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველის პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები. „მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომელიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, ხოლო მტკიცებულებების მოპოვებისთანავე - სისხლისსამართლებრივი დევნა. მათ შორის, კონკრეტული პირები არიან ბრალდებულები ადიგენში, თიანეთში, ქუთაისის საკრებულოში, ახალქალაქში და ონში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე“ - განაცხადა შსს-ს მინისტრის მოადგილემ და მოუწოდა ყველა იმ პირს და ორგანიზაციას, ვინც შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას.

XS
SM
MD
LG