რასა იუკნევიჩიენემ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა პრეზიდენტმა, “ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - არჩევნების მეორე ტურის წინ საქართველოს მოქალაქეებისათვის ვალების გაქვითვა, „რასაკვირველია მოქრთამვაა. შეუძლებელია ამის სხვაგვარად დანახვა და ის ცალსახად მიუღებელია“. რასა იუკნევიჩიენე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს დაესწრო. მისი შეფასებით, მართალია, დემოკრატიისა და რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო რეგიონის ლიდერია, მაგრამ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, „2012 წლის არჩევნებს რომ შევადაროთ, სახეზეა არა დიდი ნაბიჯი წინ, არამედ ნაბიჯი უკან“. რასა იუკნევიჩიენემ პრობლემებს შორის დაასახელა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ერთი კანდიდატის სასარგებლოდ და ზოგიერთ მედიასაშუალებაში მხოლოდ ერთი კანდიდატის წარმოჩენა. „დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სწრაფვაზე არ იმოქმედებს, მაგრამ ვხედავ ნიშნებს, რომელიც მაწუხებს“ - უთხრა „ამერიკი ხმას“ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა პრეზიდენტმა.
ყველაზე პოპულარული
1