Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს კვლევა: 36% მრავალფეროვნებას უარყოფით მოვლენად მიიჩნევს


ტოლერანტობის დღესთან დაკაცშირებით, ევროპის საბჭომ ახალი კვლევა წარადგინა, რომელშიც საქართველოში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაა შესწავლილი. შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ მოსახლეობის 36% -ის აზრით, მრავალფეროვნება ქვეყნისთვის უარყოფითი მოვლენაა. ამის მიზეზად გამოკითხულები კულტურისა და ტრადიციებისადმი საფრთხის შექმნას ასახელებენ.

კვლევის მიხედვით, ახალგაზრდები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ტოლერანტობისკენ. 18-23 წლის ახალგაზრდებში ტოლერანტობის საშუალო მაჩვენებელი 16%-ია და ასაკის მატებასთან ერთად იკლებს.

შედეგებში ჩანს, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტობის დონე დაბალია. იმ ნაწილში, სადაც უმცირესობებთან საქმიან ურთიერთობაზეა კითხვა დასმული, ჰომოსექსუალთან საქმიან ურთიერთობას მოიწონებს 22%, 70% კი - არა. 7%-ს ამაზე პასუხი არ აქვს.

კვლევის მიხედვით მიღებულ სურათს „არც ცუდს და არც კარგს“ უწოდებს კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს წამრომადგენელი: „კვლევის შედეგად ჩანს, რომ მრავალფეროვნების გარკვეული ელემენტი უფრო მისაღებია საზოგადოებისთვის, ვიდრე სხვა ელემენტები. სხვადასხვა დამოკიდებულებაა, როცა საკითხი ეხება ეთნიკურ უმცირესობებს, რელიგიურსა და ლგბტ ჯგუფებს. მიღებული სურათი იქნება გზამკვლევი ჩვენს შემდგომ საქმიანობაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად“, აცხადებს ის.

ევროსაბჭოს ანგარიში მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული წარმომადგენლობითი კვლევის, სიღრმისეული ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების შედეგებს. ის 2018 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში CRRC საქართველომ ჩაატარა.

XS
SM
MD
LG