ბრიტანეთში რამდენიმე მინისტრი გადადგა, პროტესტის ნიშნად იმ შეთანხმების პროექტის გამო, რომელსაც ლონდონმა და ევროკავშირმა მიაღწიეს ბრექსიტის თაობაზე თვეების განმავლობაში გაგრძელებული დისკუსიების შედეგად. 15 ნოემბერს გადადგომის შესახებ გამოაცხადეს კაბინეტის ორმა წევრმა და არასაკაბინეტო სამმა მინისტრმა, იმ ფონზე, როცა პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი პარლამენტში იცავს შეთანხმების პროექტს, აცხადებს, რომ მან "რთული, მაგრამ სწორი არჩევანი გააკეთა" ქვეყნის ევროკავშირიდან გამოყვანის პროცესში ევროკავშირიდან. მეიმ და ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ 14 ნოემბერს გვიან საღამოს გამოაცხადეს, რომ შეათანხმეს 585 გვერდისგან შემდგარი პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა წარიმართოს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა. 15 ნოემბერს ევროკავშირის პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ თვის ბოლოს მოიწვევს ბლოკის ლიდერების სამიტს, შეთანხმების დასამტიცებლად - "თუკი არაფერი ექსტრაორდინარული არ მოხდება". ბრიტანეთის პარლამენტმა, თავის მხრივ, შეთანხმება 2019 წლის 29 მარტამდე უნდა დაამტკიცოს. შეთანხმება მოიცავს 21-თვიან გარდამავალ პერიოდს, რომლის დროსაც სტატუს კვო შენარჩუნდება.
ყველაზე პოპულარული
1