Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძე: არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა ხელისუფლებას აწყობს


როგორც „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის შემთხვევაში შემცირდება ამომრჩეველთა აქტივობა და ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ამით ისარგებლებს.

„თუ სამუშაო დღეს დაგეგმავენ არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას, გასაგები იქნება მიზანი, რომ არჩევნებზე გამოცხადება იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე იქნებოდა დასვენების დღეებში. ამ შემთხვევაში, ალბათ, იმედი აქვთ, რომ საკუთარი ელექტორალური რესურსის (რომელიც ძირითადად იგივე ადმინისტრაციული რესურსია) უფრო უკეთ მობილიზებას შეძლებენ, ვიდრე ამას შეძლებს ოპოზიცია. ალბათ, მათ ამაზე აქვთ გათვლა. თუმცა არ მგონია, რომ ამან იმუშაოს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

XS
SM
MD
LG