Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“: გამოკითხულთა 56% გრიგოლ ვაშაძეს, 44% კი სალომე ზურაბიშვილს მისცემს ხმას


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა მორიგი კვლევა ჩაატარა.

რუსთავი 2-ის ცნობით ამომრჩევლისთვის დასმულ შეკითხვაზე „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“. ე.წ. ალოკაციის მეთოდით ჩატარებულ კვლევაში, რომელიც არჩევნების მოსალოდნელ შედეგეს აჩვენებს, გამოკითხულთა 56% -ის თქმით, ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა, 44% – „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით Edison Research-მა კვლევა1-დან 9ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა, გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შერჩეული 2000 რესპონდენტი. კვლევის ცდომილება +/–3%.

XS
SM
MD
LG