Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია საპატიო ჩხოროწყუელი გახდა


გიორგი გახარია ჩხოროწყუში
გიორგი გახარია ჩხოროწყუში

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას “საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიენიჭა მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო პორტალი Livepress.ge-ი, რომლის მიხედვითაც, 11 ნოემბერს ჩხოროწყუში აღინიშნება სახალხო ზეიმი „კოლხური შემოდგომა“.

გიორგი გახარიას „საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიენიჭა სხვა ხუთ მოქალაქესთან ერთად.

"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოშობით ჩხოროწყუელია. საპატიო ჩხოროწყუელის წოდება ასევე მიენიჭათ: დემურ ანთიას (ხელოვანი, სკუპლტორი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი); რევო ესართიას (მხატვარ-დიზაინერი, ა(ა)იპ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის" პედაგოგი ხელოვნების დარგში); ნუგზარ ჟვანიას (ჟურნალისტი, პუბლიცისტი, შრომის ვეტერანი) და ბაბუცი თოლორდავას (განათლების სისტემის ღვაწლმოსილი მუშაკი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი)”, - განმარტეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში.

XS
SM
MD
LG