Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის წინ მისვლისკენ მოუწოდებს


"ხომ უნდა ჩვენი პრეზიდენტობა, მოვიდეს და მოგვეხმაროს კარვების გაშლაში" - თქვა ზაზა სარალიძემ პარლამენტის წინ მას შემდეგ, რაც იქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის საშუალება არ მიეცათ.

აქცია "კარვებით დავიცავთ თავისუფლებას" მას შემდეგ დაიგეგმა სამოქალაქო სექტორის მიერ, რაც ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მერიიდან წერილი მიიღეს. წერილში ნათქვამი იყო, რომ მათი პროტესტი სხვა ადგილას უნდა გადასულიყო, ვინაიდან პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვის ხის დადგმა იგეგმებოდა.

"შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ადამიანებმა საკუთარი აქტიურობით დაიცვან კონსტიტუციური უფლებები და ამით მკაფიო შეტყობინება გაუგზავნონ ხელისუფალს. აქციის ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ ჩვენი პროტესტი ხელისუფლებისადმი და სოლიდარობა შვილმკვდარი მამებისადმი ამ ფორმით გამოვხატოთ და მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, შემოგვიერთდეთ." - ნათქვამი იყო საპროტესტო აქციის მოწოდებაში.

XS
SM
MD
LG