ნინო ოძელაშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც საჭიდაო სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სამბოში 2018 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრება, რომელსაც ბუქარესტი მასპინძლობს, ევროპის ორგზის ჩემპიონმა ოძელაშვილმა 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქეს აჯობა და მსოფლიოს კონკურენციაში ზედიზედ ორჯერ (2016 და 2017 წლებში) მოპოვებულ ბრინჯაოს მედლებს ოქროც მიამატა.
9 ნოემბერს საქართველოს სახელით მსოფლიოს კვარცხლბეკზე კიდევ ორი სამბისტი ავიდა - გივი ნადარეიშვილმა (52 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.