Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის საპატიმროში ამბოხის უკან ისლამური სახელმწიფოს წევრი იდგა


ისლამურმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი „მებრძოლია“, პასუხისმგებელი ტაჯიკეთის ჩრდილოეთში 7 ნოემბერს მომხდარი ამბოხების დაწყებისთვის. ისლამური სახელმწიფოს განცხადებით, რომელიც სააგენტო „ამაყმა“ გაავრცელა, ამბოხება მაშინ დაიწყო, როცა ისლამური სახელმწიფოს წევრი თავს დაესხა საპატიმროს გუშაგს. ტაჯიკეთის მთავრობასთან და უშიშროების სამსახურთან დაახლოებულმა პირმა რადიო თავისუფლებას უთხრა 9 ნოემბერს, რომ ხუჯანდის ციხეში მოწყობილი ამბოხების ორგანიზატორები იყვნენ ისლამურ სახელმწიფოს მომხრეები, რომლებიც გაასამართლეს ისლამური ექსტრემიზმისა და ტერორიზმისთვის. ამავე წყაროს ცნობით, 24 ადამიანი დახოცეს სროლისას, მათ შორის ორი გუშაგია. უშიშროების სამსახურმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ სროლა დაიწყო მას მერე, რაც პატიმარი თავს დაესხა გუშაგს. ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ მთავრობას ოფიციალური რეაგირება არ გაუკეთებია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ გამოაცხადა, რომ მოხდა ამბოხება.

XS
SM
MD
LG