ანაკლიის პორტში საზღვაო სამუშაოები სრულდება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ 4 მლნ კუბური მეტრი ქვიშა უკვე ამოტუმბა. შემდეგი ეტაპი ტერმინალის მისადგომი კედლის მშენებლობაა, რომელიც გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა სულ 9 ფაზად არის დაყოფილი. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდი აშშ დოლარია. პორტის საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან