Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
საოკუპაციო ძალები ატოცთან განაგრძობენ "საზღვრის" მონიშვნას

საოკუპაციო ძალები ატოცთან განაგრძობენ "საზღვრის" მონიშვნას


სოფელ ატოცის მინდორი, სადაც საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვარს ავლებენ
სოფელ ატოცის მინდორი, სადაც საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვარს ავლებენ

დღეს დილიდან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან კვლავ გამოჩნდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ამ ტერიტორიის დაახლოებით ერთ კილომეტრიან მონაკვეთს ამზადებენ ე.წ. საზღვრის გასავლებად. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მიწას თხრიან ძელებისთვის, რომელზეც ღობე უნდა აღმართონ.

ატოცის მცხოვრებმა, გულო კარაპეტოვმა გვითხრა, რომ მისი მიწის ნაკვეთის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა. ე.წ. საზღვრის გავლების ადგილიდან დაახლოებით 50-70 მეტრში იმყოფებიან ქართველი პოლიციელები. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ატოცი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ ბალთას ესაზღვრება.

ოკუპანტები ახალ ტერიტორიას იტაცებენ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:40 0:00

XS
SM
MD
LG