Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცემაში ბრალდებულ ოთარ ფარცხალაძეს სასამართლომ გირაო შეუფარდა


ოთარ ფარცხალაძე
ოთარ ფარცხალაძე

პროკურატურამ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს - ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა. მისი ინფორმაციით, 5 ნოემბერს საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ზომად შეუფარდა 5 ათასი ლარის გირაო. ადვოკატის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს. საქმე ეხება 2017 წლის მაისში, თბილისის ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალის წარდგენის საფუძველია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ ბრალს არ ეთანხმებიან, რადგან ადგილი ჰქონდა თორდიას მხრიდან ფარცხალაძის პროვოცირებას. ადვოკატის შეფასებითვე, პროკურატურისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი გახდა არა სამართლებრივი და პროცესუალური შეფასება, არამედ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების აზრი.

XS
SM
MD
LG