Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კალედონიის მცხოვრებლებმა მხარი არ დაუჭირეს საფრანგეთისგან გამოყოფას


ახალი კალედონიის მცხოვრებლებმა კვირას გამართულ რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირეს საფრანგეთისგან გამოყოფას. სააგენტო ფრანს პრესის ცნობით, ბიულეტენების ორი მესამედის დათვლის შედეგად საფრანგეთთან ერთიანობას მხარს უჭერს რეფერენდუმში მონაწილეთა 60- ი პროცენტი. პლებისციტის ინიციატორები იყვნენ ადგილობრივი სეპარატისტები. წყნარ ოკეანეში მდებარე ახალი კალედონია საფრანგეთს 1853 წელს შეუერთდა. რეგიონის ეკონომიკა ეყრდნობა ნიკელის მოპოვებას, ტურიზმისა და საფრანგეთის მონოპოლიისაგან მომდინარე სუბსიდიებს. ყოველწიურად პარიზი 275 ათასკაციან ტერიტორიაზე 1,5 მილიარდ დოლარს გზავნის.

XS
SM
MD
LG